ქუთაისში ქალაქობის დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნა
ამ დღის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. საზეიმო პარაკლისი ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა. ბაგრატის ტაძარში, უცხოელ სტუმრებთან ერთად ქუთაისის მერი შოთა მურღულია , იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ. ქუთაისში 50-მდე ღონისძიება ჩატარდა. ტრადიციულად „გიმნაზისტმა“ გოგონებმა სიმბოლურ ფასად გვირილები გაყიდეს. გაყიდული ყვავილებიდან შემოსული თანხით ქველმოქმედებაა გადაწყვეტილი. თანხა „სოლიდარობის“ ფონდში გადაირიცხება. გასულ საუკუნეებში „გიმნაზისტები“ გვირილებს ყიდდნენ და აღნიშნული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ.