news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 07 aprel 2016

რ. ისმაილოვი შეხვდა ქალაქ ქუთაისის მერს

ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი ვიზიტით ჩავიდა საკონსულოს ოლქში შემავალი იმერეთის რეგიონის ცენტრში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში.

ვიზიტის დროს გენერალური კონსული შეხვდა ქალაქ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას. მეგობრული შეხვედრის დროს გენერალურმა კონსულმა ბატონ მერს მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენს რესპუბლიკაში გატარებული შიდა და გარე პოლიტიკის, მეგობარ და მეზობელ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ საქართველოს ქალაქი ქუთაისი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯასთან დაძმობილებული ქალაქი, მან ხაზი გაუსვა ორ ქალაქს შორის ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას.

ქალაქ ქუთაისის მერმა მას მადლობა გადაუხადა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და, თავის მხრივ, მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ქალაქ ქუთაისის ისტორიის, ძველი კულტურული ძეგლების, ძველი დასახლებების, ტურისტული ტერიტორიების შესახებ.

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა