საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ძირითადი სიფრთხილის ზომების შესახებ
ახალი კორონავირუსის ინფექციისაგან თავის დასაცავად
შეამცირეთ ახალი კოროვირუსული ინფექციის რისკი
დაიცავით ჰიგიენა
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით ან/და დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებებით
- თუ ახველებთ ან აცემინებთ, პირზე აიფარეთ სალფეთქი, შემდეგ გადააგდეთ
- მოერიდეთ კონტაქტს რესპირატორული ინფექციების მქონე პირებთან
- გამოიყენეთ პირადი ჰიგიენის ინდივიდუალური საშუალებები
- შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის(განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ)
- ეცადეთ არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს
- თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს
- მოერიდეთ ქუჩაში ცხოველებთან დაუცველ კონტაქტს
- რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტებმა გამოიყენეთ ნიღბები