საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან. საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელძღვანელი თბილისს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში ეწვია. მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მონაწილეობენ.
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მინისტრები ხელს მოაწერენ თბილისის განცხადებას და მოინახულებელ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს.