news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 09 iyun 2016

SOCAR–ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი ეწვია ქალაქ ბათუმში გენერალური საკონსულოს ახალ ადმინისტრაციულ შენობას.

09 ივნისს ქალაქ ბათუმში ხანმოკლე ვიზიტით მყოფი მილი მეჯლისის წევრი, SOCAR–ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი დელეგაცია, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი აზერ ჰუსეინი ეწვია ქალაქ ბათუმში გენერალური საკონსულოს ახალ ადმინისტრაციულ შენობას.

გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საკონსულოს მოთხოვნათა შესაბამისი სარეორგანიზაციო სამუშაოების, შენობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების და შექმნილი პირობების შესახებ.

შენობის პირველ სართულზე შექმნილია ჩვენი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქმიანობის ამსახველი ფოტო კუთხე.

შენობის დათვალიერების შემდგომ გადაღებულ იქნა სამახსოვრო ფოტოსურათი.

 

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა