2016-04-21

აზერბაიჯანში მცხოვრები რელიგიური კონფესიების ხელძღვანელებმა მსოფლიო საზოგადოებას მიმართვა გაუგზავნეს

მიმართვაში ნათქვამია: „მოგმართავთ იმის სურვილით, რომ გაგიზიაროთ ჩვენი მწუხარება იმ დივერსიებთან დაკავშირებით, რაც მოხდა ჩვენს სამშობლო აზერბაიჯანში, აზერბაიჯანი–სომხეთის ჯარების შეხების ხაზზე. ეს არის ჩვენი, როგორც რელიგიური მოღვაწეების, ვალი უფლის წინაშე და, როგორც მოქალაქეების, ვალი სამშობლოს წინაშე.

ჩვენ, რელიგიური მოღვაწეები, რომლებიც ეყრდნობიან ზოგად ზნეობრივ ღირებულებებს, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ მსოფლიო გასცილდეს საკუთარ ღერძს, მთელს მსოფლიოში ყოველთვის გამოვდივართ, როგორც მშვიდობის და შეთანხმების მომხრენი. უფლის მიერ ჩვენთვის მინდობილი ადამიანის სიცოცხლის კეთილდღეობისა და პროგრესისთვის მნიშვნელოვანი პირობაა მშვიდობა და სამართლიანობა. ჩვენ, როგორც აზერბაიჯანში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ხელძღვანელები, სომხეთ–აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების თაობაზე ჩვენს მოსაზრებებს მსოფლიო საზოგადოებას ვუგზავნით სწორედ იმ სურვილით, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მშვიდობა.

ისტორიულად ომები იყოფა ორ – საოკუპაციო და გამათავისუფლებელ ნაწილად და ადრე თუ გვიან იმარჯვებს მართალი მხარე. ამჟამად ერთის მხრივ არის ტოლერანტული, კეთილგანწყობილი, მულტიკულტურული აზერბაიჯანი, რომელიც მიაბიჯებს კეთილდღეობის გზაზე და ენდობა საკუთარ ძალებს, და მეორეს მხრივ არის მონოეთნიკური სომხეთი, რომელიც აგრძელებს დაპყრობით პოლიტიკას. წლების მანძილზე მსოფლიო გაერთიანების წამყვანი სახელმწიფოების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით, სამწუხაროდ, არ გამოიღო არანაირი შედეგი. სომხეთი არ ასრულებს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს. ის გარემოება, რომ მსოფლიო თანაბრად ეკიდება ოკუპანტ და ოკუპირებულ მხარეს, ზოგჯერ გასცემს მიკერძოებულ, ხოლო ზოგჯერ ხარვეზიან გადაწყვეტილებებს, არ გმობს ხოჯალოს გენოციდს, გულგრილობა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისადმი, ის, რომ ჩვენი სამხედროები საკუთარ მიწაზე ხდებიან სნაიპერების ტყვიების მსხვერპლნი, მუდმივად ესვრიან სამოქალაქო მოსახლეობას, დუმილი ვანდალიზმის აქტების მიმართ, კონფლიქტის რეალურად მოგვარების ნაცვლად ხდება მისი გაყინვა – ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი განხილულ იქნას, როგორც ცეცხლის კერა, რომელიც რეგიონში ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაღვივებულ იქნას.

ბოლო დღეებში სომხეთ–აზერბაიჯანის ჯარების შეხების ხაზზე სომეხი მხარის მიერ დივერსიების ჩადენამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა სომხეთის ოკუპანტური განზრახვა. აზერბაიჯანულმა მხარემ, რომელიც უპირატესობას ანიჭებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და არ სურს, რომ გაიზარდოს უდანაშაულო მსხვერპლის რიცხვი, თავდაპირველად ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიღწეულია შეთანხმება საერთო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, იგი გამუდმებით ირღვევა მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

მსოფლიომ, მათ შორის თვით სომხებმა კარგად იციან, რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანის მიწა. ყველა საერთაშორისო დოკუმენტში აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“–დ წოდებული ეგრეწოდებული ორგანიზაცია არავის მიერ არ არის მიღებული, რის შედეგადაც ოკუპირებული ტერიტორიები არიან არაკონტროლირებადი და ხელსაყრელია ნებისმიერი უკანონო ქმედებებისთვის. სეპარატისტული, ტერორისტული რეჟიმის დაცვას ახორციელებს სწორედ სომხეთი.

ომს ყოველთვის თან ახლავს ადამიანური დანაკარგი. მაგრამ ის საკითხიც უნდა გათვალისწინებულ იქნას, რომ მშობლიური მიწისთვის დაღუპული ადამიანები, როგორც ნათქვამია წინასწარმეტყველ მუჰამმად სალავათულლაჰის წმინდა ჰადისში, ამაღლდნენ მრწამსის, ზნეობის ყველაზე უმაღლეს მწვერვალზე და მოხვდნენ სამოთხეში. ხოლო სომეხი ჯარისკაცები იღუპებიან ოკუპანტი რეჟიმის გზაზე.

როგორც სწორად აღნიშნა ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა ილჰამ ალიევმა, თუ სომეხ ჯარისკაცებს სიკვდილი არ უნდათ, ჩვენი მიწები უნდა დატოვონ. აზერბაიჯანელი ხალხის მოთმინების ფიალა აივსო, ათწლეულების მანძილზე მიმდინარე ოკუპაციის ფაქტისთვის ბოლოს მისაღებად პატრიოტი, მაღალპროფესიონალური დისციპლინირებული აზერბაიჯანული ჯარი ნებისმიერ დროს მზადაა შეასრულოს უმალესი მთავარსარდლის ბრძანება. აზერბაიჯანელ ხალხს, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას, არ სურს, რომ კონფლიქტი დარჩეს გაყინულ მდგომარეობაში, მას სურს, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მშვიდობა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. საკუთარი მიწების ოკუპაციისგან განთავისუფლება აზერბაიჯანელი ხალხის სუვერენული უფლებაა. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამართალი ამას ვერ უზრუნველყოფს, აზერბაიჯანელ ხალხს შეუძლია უმაღლესი მთავარსარდლის თაოსნობით აღადგინოს სამართლიანობა. სომეხი ხალხი და მთავრობა ამ სინამდვილეს რამდენად მალე მიიღებს, იმდენად უფრო მალე თავს დაიხსნის იმ უბედურებისგან, რომელშიც ის ჩავარდა.

ჩვენ, აზერბაიჯანის რელიგიური მოღვაწეები, გამოვხატავთ ჩვენს მორწმუნეთა ნებას და მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებას და მოვუწოდებთ, რომ დაჟინებით მოითხოვონ სომხეთ–აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოგვარება და გაეროს მიერ მიღებული 4 ცნობილი დადგენილების დებულებების მოთხოვნათა შესრულება. ამ კონფლიქტის სამართლიანი, მშვიდობიანი გზით მოგვარება შეიტანს წვლილს მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოების დამკვიდრებაში, ამასთან, ეს გაზრდის რწმენასა და ნდობას საერთაშორისო სამართლისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობთ, რომ კონფლიქტმა შესაძლოა მიიღოს უფრო ფართო მასშტაბი. აზერბაიჯანის მორწმუნეები მხარს უჭერენ ჩვენი სახელმწიფოს მეთაურის მიერ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ლოცულობენ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, ამასთან, ისინი მოითხოვენ, რომ ოკუპანტებმა უპირობოდ დატოვონ ჩვენი ტერიტორიები.

პატივისცემით თავს ვიხრით ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთის ბრძოლებში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეთა სულების წინაშე, ღრმა მწუხარებით სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს აზერბაიჯანელ ხალხს, უფალს ვთხოვთ, მიუტევოს დაღუპულთა სულებს, ხოლო დაშავებულნი მალე გამოჯანმრთელდნენ.

დაე უფალმა დაგვეხმაროს, რომ ჩვენ მიწებზე სამართლიანობამ გაიმარჯვოს! ამინ“

მიმართვას ხელი მოაწერეს კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ შეიხულისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადემ, ბაქოსა და აზერბაიჯანის მთავარიეპისკოპოსმა ალექსანდრემ, აზერბაიჯანში მთიელ ებრაელთა სათვისტომოს ხელმძღვანელმა მილიხ ევდაევმა, აზერბაიჯანში ევროპელ ებრაელთა სათვისტომოს თავმჯდომარემ გენადი ზელმანოვიჩმა.

Search in archive