news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 17 dekabr 2018

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

მინდა მთელი გულითა და სულით მოგილოცოთ დამდეგი 31 დეკემბერი - მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღე და ყველაფერი საუკეთესო  გისურვოთ. ეს დღესასწაული ეროვნული და სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა და ასახავს აზერბაიჯანსა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სსამშობლოსადმი სიყვარულს.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის  1991 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე, ჰეიდარ ალიევის თავმჯდომარეობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღინიშნოს 31 დეკემბრი, როგორც მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღე. 25 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეროვნულმა საბჭომ გაითვალისწინა მითითებული მიმართვა და მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც  31 დეკემბერი გამოცხადდა - მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღედ. საერთოეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ინიციატივით ორგანიზებული მსოფლიო აზერბაიჯანელების კონგრესი ეროვნული ერთიანობის აშკარა მაგალითია.

დღეს, ჰეიდარ ალიევის პოლიტიკური კურსის წარმატებით გამგრძელებლის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანი გახდა მსოფლიო აზერბაიჯანელების  სიამაყის ადგილი და ლიდერი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

31 დეკემბრის დღესასწაული - მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღე  თანამემამულეების მიერ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული დიასპორისათვის.

აზერბაიჯანი და საქართველო -  ახლო მეზობლები, მეგობრები და პარტნიორი ქვეყნები არიან. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ერი ცხოვრობდა მეგობრობისა და ძმობის პირობებში, იზიარებდნენ ერთმანეთის სიხარულისა და მწუხარებას. ეს მეგობრობა გამაგრდა წლების განმავლობაში.

ვსარგებლობ შემთხვევით, გულწრფელად ვულოცავ მსოფლიო აზერბაიჯანელებს  სოლიდარობის დღეს. ყველა აზერბაიჯანულ და ქართულ ოჯახს ვუსურვებ ღია ცას და ბედნიერებას.

 

გილოცავთ!

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა