2026 წლის 17 თებერვალს, ქ.ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი შეხვედრა გამართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან.
2026 წლის 17 თებერვალს, ქ.ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი შეხვედრა გამართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა SOCAR-ის ყულევის შავი ზღვის ნავთობტერმინალის წარმომადგენელი.
შეხვედრის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, სოციალურ-კულტურულ და ინფრასტრუქტურულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოთქვეს ინტერესი ორმხრივი საქმიანობის გაგრძელების მიმართ.
შეხვედრა, რომელიც გულთბილ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა, ორმხრივი კმაყოფილების განცდით დასრულდა.